“იგი­ვე დღე, იგი­ვე ად­გი­ლი, უფრო ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“

“იგი­ვე დღე, იგი­ვე ად­გი­ლი, უფრო ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ – ამ მო­წო­დე­ბით, 28 ნო­ემ­ბრის­თვის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას აა­ნონ­სებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფი “ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პლატ­ფორ­მა“.

მა­თი­ვე თქმით, ამ დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­რე­შე გა­მო­ხა­ტა­ვენ პრო­ტესტს, რო­მე­ლიც უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია უწყვე­ტად გრძელ­დე­ბა. პლატ­ფორ­მა არამ­ხო­ლოდ და­ა­ნონ­სე­ბულ პრო­ტესტს, სა­მო­მავ­ლო მოქ­მე­დე­ბებ­საც უპარ­ტიო ფორ­მატ­ში ხე­დავს და მი­იჩ­ნევს, რომ 28 ნო­ემ­ბე­რი არ არის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლე­ბის, პარ­ტი­უ­ლი ბა­ნე­რე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რის დრო.

შე­გახ­სე­ნებთ, შარ­შან სწო­რედ 28 ნო­ემ­ბერს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი ოთხი წლით შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა­საც ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

რას აპი­რებს “ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პლატ­ფორ­მა“ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რა­ტომ დის­ტან­ცირ­დე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან? – ამ და სხვა კი­თხვებ­ზე “ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პლატ­ფორ­მის“ წევ­რი ვიქ­ტორ დუნ­დუა გვი­პა­სუ­ხებს.

– რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ტომ ერი­დე­ბით პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მით უფრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბას?

– ჩვენ არ ვართ პარ­ტი­უ­ლე­ბი და ლო­გი­კუ­რია, რომ პარ­ტი­ებ­თან ვერ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით – ეს ფი­ზი­კუ­რა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლია და არ­სობ­რი­ვა­დაც, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კურ – პარ­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბი არ გვა­მოძ­რა­ვებს – არც ჩვენ და არც იმ ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თველს, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე წე­ლია ავ­სე­ბენ რუს­თა­ველს, რო­გორც კი ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა.

– ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უტო­პი­ურ სცე­ნარს ხომ არ ქმნის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­რე­შე რამე გა­მო­ვა?

– შარ­შან, 28 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი უტო­პი­აა, თუ შემ­დგა­რი ფაქ­ტი? ვი­დე­ქით ორი თვე, ისე რომ მსოფ­ლიო მე­დი­ის ფო­კუს­შიც აღ­მოვ­ჩნდით და არც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­ღი­ა­რე­ბი­ნეთ თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს – ეს უტო­პია კი არა ჩვე­ნი მო­ნა­პო­ვა­რია – სწო­რედ უპარ­ტიო, აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და არა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, რო­მელ­თაც მიმ­დი­ნა­რე წელ­საც არა­ერ­თხელ ამა­ოდ მი­ე­ცათ ფლაგ­მა­ნო­ბის შან­სი. გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს ასე­თი ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მუხ­ტის ქმე­დით, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ნა­ბი­ჯებ­ში გარ­და­სახ­ვა. სწო­რედ ამ ერთი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის იმე­დად ყოფ­ნა თა­ვის მო­ტყუ­ე­ბაა, დღის წეს­რი­გი ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, თა­ვად უნდა შევ­ქმნათ, პარ­ტი­ე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბიც სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დღის წეს­რიგ­ზე უნდა აე­წყოს და არა პი­რი­ქით. სხვა მხრივ, მათ არა­ფერს ვერ­ჩით.

– 28-ში რა­ტომ არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რის დრო და რისი დროა?

– 28 ნო­ემ­ბერს ვიკ­რი­ბე­ბით ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ და არა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წინ წა­მო­სა­წე­ვად – გვა­ინ­ტე­რე­სებს კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­დგე­ნა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის რელ­სებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. რა­ხან ამას პარ­ტი­ე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ, ჩვენ, რი­გი­თი, უპარ­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვი­ღებთ ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­კუ­თარ თავ­ზე.

– თქვენ უკვე 2 და 16 ოქ­ტომ­ბერს წარ­დე­ქით სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, მაგ­რამ შე­იქ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბო­ლომ­დე არ ხართ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ან ბო­ლომ­დე არ აკონ­კრე­ტებთ თქვენს ინი­ცი­ა­ტი­ვებს.

– მზად გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცი­ის სა­ხით, რო­მე­ლიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და მარ­ტივ ტექ­ნოკ­რა­ტი­ულ გა­და­წყვე­ტას გუ­ლის­ხმობს: რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ – პარ­ტი­უ­ლი ველი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ვერ აგ­ვა­რე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კრი­ზისს, გვერ­დზე იწე­ვი­ან და მთავ­რო­ბა (მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი) კომ­პლექტდე­ბა უპარ­ტიო, დარ­გობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით – დრო­ე­ბით, სა­ნამ კრი­ზი­სი არ და­იძ­ლე­ვა და ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ჯიბ­რე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო გა­რე­მო არ შე­იქ­მნე­ბა. რო­გორც კი ეს ხერ­ხდე­ბა, ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა იხ­სნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და ძა­ლა­უფ­ლე­ბა პარ­ტი­ებს უბ­რუნ­დე­ბათ. ეს კონ­ცეფ­ცია მრა­ვალ­გზის წარ­მა­ტე­ბუ­ლად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში (მათ შო­რის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც) და სწო­რედ ამ კონ­ცეფ­ცი­ის ირ­გვლივ ვა­პი­რებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. რის შემ­დე­გაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის­თვის (იქ­ნე­ბა ეს ხე­ლი­სუ­ფა­ლი თუ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი) მკა­ფიო გზავ­ნი­ლე­ბის მი­ტა­ნა, რომ ამ მო­ბი­ლი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წი­ონ. რო­გორ ვა­ხერ­ხებთ ამას? რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხმა შე­ის­მი­ნონ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა? გვერ­წმუ­ნეთ, პო­ლი­ტი­კო­სებს მშვე­ნივ­რად ეს­მით მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­თხოვ­ნის ხმა. პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ხში­რად ხმის მიმ­ტა­ნი მო­ი­კოჭ­ლებს ხოლ­მე, მისი სი­სუს­ტე, რე­პუ­ტა­ცია, პო­ზი­ცია, თუ სხვა იქ­ცე­ვა დაბ­რკო­ლე­ბად ამ ხმის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვან, აუ­ცი­ლე­ბელ ქმე­დე­ბებ­ში გარ­და­სახ­ვის გზა­ზე.

– ფიქ­რობთ, რომ კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი უძ­ლუ­რი არი­ან, ისე ხომ არ გა­მო­დის, რომ ყვე­ლა­ფერს მათ ვაბ­რა­ლებთ?

– არა­ფერს ვაბ­რა­ლებთ, ქვე­ყა­ნა კრი­ზის­შია, რო­მელ­საც ბოლო არ უჩანს. რამ­დე­ნი ხანი ვე­ლო­დოთ? რო­დე­საც ბავ­შვი გე­მუ­და­რე­ბათ, ძაღ­ლი მი­ყი­დე, ამის­რუ­ლე ოც­ნე­ბა და მო­ვუვ­ლი, ვა­სე­ირ­ნებ, ვაჭ­მევ, ვა­ბა­ნა­ვებ, ყვე­ლა­ფერს მე გა­ვა­კე­თებ ოღონდ ძაღ­ლი მი­ყი­დეო (ამირ­ჩი­ეო), მერე კი დი­ლას ხე­დავ მძი­ნა­რე ბავ­შვს და კა­რებ­თან ატუ­ზულ ძაღლს, რას ვშვრე­ბით? ძაღ­ლი სა­სე­ირ­ნოდ მიგ­ვყავს, არა? და­ახ­ლო­ე­ბით ასეა აქაც, პრობ­ლე­მა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია და ვიდ­რე ძაღლზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი პრობ­ლე­მას ვერ ჭრის, ჩვენ უნდა ჩა­ვერ­თოთ.

ბოლო 30-35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სა­მარ­თა­ვად ბე­ლა­დე­ბი არ გვჭირ­დე­ბა. კრი­ზი­სის მარ­თვას კრი­ზის მე­ნე­ჯე­რე­ბი სჭირ­დე­ბა და ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა სწო­რედ ასე­თი, ცე­ცხლმაქ­რის ეფექ­ტის მქო­ნე ინ­სტრუ­მენ­ტია. ის არ დევ­ნის პო­ლი­ტი­კო­სებს პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან, პი­რი­ქით, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­ლაგ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში და ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე და სა­ნამ და­ლაგ­დე­ბი­ან, ქვე­ყა­ნა თავ­ზე რომ არ დაგ­ვამ­ხონ, მათი არა­პარ­ტი­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით/ტექ­ნოკ­რა­ტე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა ხდე­ბა. ისიც მხო­ლოდ დრო­ე­ბით და მხო­ლოდ კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით – ამის მა­გა­ლი­თე­ბი უამ­რა­ვია.

ეს გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სია და ჩვენ ამ პრო­ცეს­ში ვცდი­ლობთ ვი­ყოთ არა პრობ­ლე­მის, არა­მედ მისი მოგ­ვა­რე­ბის ნა­წი­ლი. თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ასე შე­ხე­და­ვენ სა­კითხს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოძ­ლი­ე­რე­ბას ადეკ­ვა­ტურ ნა­ბი­ჯებს და­ახ­ვედ­რე­ბენ, თვი­თო­ნაც იხე­ი­რე­ბენ და ქვე­ყა­ნაც სწრა­ფად გა­და­ა­გო­რებს ამ უბე­დუ­რე­ბას.

მა­ნამ­დე კი, ერთი წლის თავ­ზე, 28 ნო­ემ­ბერს, რუს­თა­ველ­ზე კვლავ დად­გე­ბა პო­ლი­ტი­კურ-პარ­ტი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, მო­სუ­ლი არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ძა­ხილ­ზე, არა­მედ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და შვი­ლე­ბის ხვა­ლინ­დე­ლი დღის და­სა­ცა­ვად.

წყარო