“იბერიამ” მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

Geo Team-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ბინადარ “იბერიაში” სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.
გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი გიორგი მიქაძე დატოვებს, რომლის ხელშიც კლუბმა ბოლო 8 მატჩიდან 7 დათმო.
მიქაძეს ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს, რომელიც “იბერიას” წარსულში უკვე ორჯერ თავკაცობდა.
ინფორმაციისთვის, “იბერია” კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს და გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება.