იარაღის ტარების უფლება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს – კობახიძე

არალეგიტიმური პრემიერის დადგენილებით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს. დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა.
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს“ – ნათქვამია 2014 წლის დადგენილებაში შესულ ცვლილებებში.
უსკოში 8 წევრია: თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე, მდივანი ტარიელ გოგიტიძე და ასევე წევრები: ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზაალიშვილი, თამარ ქამადაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”