„იარაღიანი პირი პროვოკაციას აწყობდა“ – ამბობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ მიმავალი მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ უცნობი პირები პროვოკაციას უწყობდნენ და მათ საპროტესტო შეძახილებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ეხმაურებოდნენ. დემონსტრანტების თქმით, ერთ-ერთ მათგანს იარაღიც ჰქონდა.
კონფლიქტი რუსთაველის გამზირის ერთ-ერთ მკვეთ ქუჩაზე – ბესიკის ქუჩაზე გამწვავდა.
„ამოვედით ფილარმონიასთან და იქედან ექვს-შვიდ კაციანი ჯგუფი აგვეკიდა და ჩვენს შეძახილებზე შეურაცხმყოფელ შეძახილებს აკეთებდნენ. აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას ჟესტიკულაციითაც“, – უთხრა „TV პირველს“ მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ.
ვოდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების მიერ გამოვლენილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ იარაღო ჰქონდა, ადგილიდან საპატრულო ავტომობილით გაიყვანა. რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას.