იარაღები და საბრძოლო მასალა სახლიდან არ ამოუღიათ – ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი “პროვოკაციაზე” საუბრობს

თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს.

  • გეკა გელაძის უწყების მტკიცებით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერლის მამუკა ჩარკვიანის ვაჟი, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.

დაკავებულის მამიდა, პუბლიცისტი , ამტკიცებს, რომ  გუშინ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ჯეკო ჩარკვიანის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე ბიძამისის საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალები არავის ამოუღია.

ძალადობა რომ ჩაიდინეს ეს ცალსახაა, დავგმე. თვითონ პროვოკაცია რომ იყო ამას ნახავთ – მიზანიმართული პროვოკაციაა. 

სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის,  ბიძამისთან შევარდნენ, იარაღი ამოღებული არ არის. სარდაფებში – იარაღები არ არის. ახლა გვეუნბებიან, რომ კი, იარაღი ამოვიღეთ, მაგრამ სადარბაზოში იდო. მაპატიეთ, ჯაკო კერძო სახლში არ ცხოვრობს?! ჯაკო 9 სართულიან კორპუსში ცხოვრობს”- თქვა მან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულს, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰქონდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.