იაპონიის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა საფონდო ინდექსმა, Nikkei 225-მა, გადამზიდავებისა და ფინანსური კომპანიების მხარდაჭერის წყალობით, 34 წლის განმავლობაში პირველად გადალახა 36 000-იანი ნიშნული. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Nikkei-ს ზრდას ხელი შეუწყო იმანაც, რომ აშშ-ს ობლიგაციების შემოსავალი დაეცა და იენის კურსი დასტაბილურდა.
Reuters-ი წერს, რომ 16 იანვარს Nikkei-მ ვაჭრობა თითქმის 1%-ით 35,901,73 ნიშნულზე დაასრულა. ამ მაჩვენებელს საფონდო ინდექსი 1990 წლის თებერვალში მიუახლოვდა.
