იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი საწვრთნელ წვრთნების დროს ზღვაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრიდან ერთი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის თავდაცვის მინისტრ მინორუ კიჰარაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, SH-60 ტიპის ორი საპატრულო ვერტმფრენი წვრთნებს ტორიშიმას მახლობლად, ცენტრალური იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ატარებდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. დიდი ალბათობით, ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ეკიპაჟის დაკარგულ 7 წევრს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები და სანაპირო დაცვა ეძებს.
იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, იოშიტაკა საკაიმ აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი, სხვა ქვეყანა, დიდი ალბათობით, არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ