იაპონია 43 რუსული ორგანიზაციის აქტივებს აყადაღებს და რუსეთის 35 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 43 რუსული კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: რუსული საბავშვო და ახალგაზრდული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა „იუნარმია“, კომპანია „პატრიოტი“, სააქციო საზოგადოება „195 სარაკეტო და საარტილერიო იარაღის სარემონტო ქარხანა“, ს კვანტური ცენტრი, ელექტრონული ბრძოლის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.
გარდა ამისა, იაპონიამ საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა 57 კომპანიას და ასევე აკრძალა არაინდუსტრიული რუსული ბრილიანტის იმპორტი.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის სანქციების სიაში ამ დროისთვის, საერთო ჯამში, 494 რუსული კომპანია და ორგანიზაციაა შესული.
ამასთან, ტოკიომ რუსეთის 35 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. მათ შორის არიან სამხედროები, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოთხი რეგიონის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება