იაპონია გეგმავს შექმნას საკუთარი სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელის წყალბადის საწვავზე იმუშავებს.
ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა საჰაერო კოსმოსური სექტორის საწარმოებთან ახალი პროგრამის დაწყების გეგმები უკვე განიხილა.
მოსალოდნელია, რომ თვითმფრინავი ბაზარზე 2035 წლისთვის გამოჩნდება და მისი შექმნისთვის გამოყენებული იქნება SpaceJet პროგრამის (ყოფილი Mitsubishi Regional Jet, MRJ) დროს მიღებული გამოცდილება.
რეგიონული თვითმფრინავი SpaceJet იყო იაპონური ინდუსტრიის უახლესი მცდელობა კომერციული თვითმფრინავის წარმოებისთვის. პროგრამა დაიხურა 2023 წელს, მისი დაწყებიდან თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ.
სახელმწიფო და კერძო პარტნიორობა ახალ პროგრამაში 33 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს, რომლის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების გამოშვება იქნება.
პროექტის განვითარებაში ჩაერთვებიან კომპონენტების მომწოდებლები და ავტომწარმოებლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს წყალბადის ძრავების შესწავლას.
წყარო: avianews.ge