იაპონიაში 1 იანვარს მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა სულ მცირე ექვსი ადამიანი

იაპონიაში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ს, რომელიც ახალი წლის პირველ დღეს მოხდა, პოლიცია და ადგილობრივი მესვეურები 2 იანვარს, გამთენიისას აცხადებენ ნანგრევებიდან ამოტანილი ცხედრების შესახებ.
მიწისძვრა, წინასწარი შეფასებით, 7,6 მაგნიტუდის იყო და ის 1 იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა – რის შედეგადაც დაინგრა შენობები, ათი ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.
ამავდროულად, მიწისძვრამ გამოიწვია 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები იაპონიის გრძელ დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში.