იაპონიაში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, ისიკავას პრეფექტურაში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გამო, 100-ზე მეტი დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, დაავალა ოფიციალურ პირებს, მიყენებული ზარალის მონიტორინგი განახორციელონ და ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან რეგიონი ჯერ კიდევ იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგებისგან გაჯანსაღების პროცესშია. წყალდიდობამ დატბორა საგანგებოდ აშენებული საცხოვრებელი ფართები, რომლებიც აშენდა მათთვის, ვინც სახლები მიწისძვრის შედეგად დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…