იაპონიაში რუსი დიპლომატები გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობით პირველ ადგილზე არიან

იაპონიაში რუსი დიპლომატები დგომის წესის დარღვევის გამო მიღებული ჯარიმების გადაუხდელობით პირველ ადგილზე არიან. მედიის ცნობით, ს საელჩოს წარმომადგენლებს განმეორებით იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და “იაპონიის კანონების” პატივისცემისკენ მოუწოდებენ.
იაპონური გამოცემა Fuji News Network-ის ცნობით, რუსეთის საელჩოს სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანებს 2 338 გადაუხდელი ჯარიმა დაუგროვდათ, რაც საერთოდ დიპლომატიურ მანქანებზე გაცემული ჯარიმების 59%-ს შეადგენს. გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობით მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელსაც 246 ჯარიმა აქვს. რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ რიგში ყაზახეთი, ეგვიპტე, ირანი და არიან.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, ვისი დიპლომატებიც ჯარიმების გადახდის ვალდებულებას უგულებელყოფენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ჯამში გადასახდელი ჯარიმები რა რაოდენობის თანხას შეადგენს, მაგრამ 2021 წლის მონაცემებით 3 948 სამართალდარღვევამ $268 000 შეადგინა. ზოგიერთის ვარაუდით, ჯარიმების გადაუხდელობა შესაძლოა იაპონიის უკრაინისადმი მხარდაჭერით იყოს განპირობებული, თუმცა ტოკიოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორის თქმით, რუსი დიპლომატების მიერ ჯარიმების გადახდა ახალი არ არის და ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდეც ხდებოდა.