იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 50-ზე მეტ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს კვლავ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 330 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრების სერია 1-ელ იანვარს იაპონიის დასავლეთ ნაწილში. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, 2 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში.
