იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 78 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, 50-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

იაპონიაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ს 78 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, მაშველები 50-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 330 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 30 დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი