იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ტელეკომპანია NHK-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა.
სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. გარდა ამისა, ადამიანები, სავარაუდოდ, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშაც არიან მოყოლილი.
იაპონიის დასავლეთ ნაწილში გუშინ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით 30 დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება