იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა, 120 ადამიანი დაკარგულია

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს მიაღწია, 120 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება