იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლის რიცხვმა მინიმუმ 55-ს მიაღწია

იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი მძლავრი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვმა მინიმუმ 55-ს მიაღწია. დაზიანებულია ათასობით შენობა, ავტომობილი და ნავი.
2 იანვარს იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა კიდევ მოხდეს მიწისძვრები.
მიწისძვრის შემდგომი ბიძგების გამო კვლავაც გრძელდება რყევები იშიკავის პრეფექტურასა და მიმდებარე რეგიონებში მას მერე, რაც იქ გუშინ 7,6 მაგნიტუდის დამანგრეველი მოხდა.
ზარალი იმდენად დიდია, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მისი შეფასება. იაპონიის მედიის თანახმად, დანგრეულია ათიათასობით სახლი.
ზოგიერთ რეგიონში კვლავაც შეწყვეტილია წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება, გაწყვეტილია მობილური კავშირი.
სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.
მიწისძვრამ ასევე მაღალი ტალღები გამოიწვია იაპონიის დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში.
სამაშველო სამუშაოებში, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას