იაპონიაში აუქციონზე თინუსი $3.2 მილიონად გაიყიდა – Associated Press

Associated Press-ის ცნობით, 243 კილოგრამიანი ცისფერფარფლიანი თინუსი 510 მილიონ იენად (დაახლოებით 3,2 მილიონი დოლარი) გაიყიდა ტოკიოს ტოიოსუს ბაზარში 5 იანვარს გამართულ ყოველწლიურ აუქციონზე.
თევზი ჩრდილოეთ აომორის პრეფექტურის სანაპიროსთან დაიჭირეს. მისმა ფასმა წინა, 1999 წელს დამყარებულ რეკორდს გადააჭარბა, როდესაც თევზი 333,6 მილიონ იენად (იმ დროისთვის დაახლოებით 2,9 მილიონი დოლარი) გაიყიდა.
აუქციონის ორგანიზატორების თქმით, დიდი შესყიდვები ტრადიციულად ასოცირდება იმ რწმენასთან, რომ ისინი მთელი წლის განმავლობაში ბიზნესს წარმატებას მოუტანს.