იან ლიპავსკი – უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის მთავარი ამოცანები საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, კონკურენტუნარიანობის აღდგენა და მისი გლობალური როლის გადახედვაა.
მისი თქმით, რუსული იმპერიალიზმი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენის სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.
„ის არ გაქრება, არ აქვს მნიშვნელობა როდის და როგორ დასრულდება ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
მინისტრის თქმით, შესაძლო ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ.
იან ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაეზარდა. თუმცა, მისი თქმით, ამ მაჩვენებლებს თავდაცვისუნარიანობისა და სამრეწველო წარმოების ზრდა უნდა მოჰყვეს.
„ევროპამ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე სისტემები უნდა აწარმოოს როგორც საკუთარი საჭიროებებისთვის, ასევე პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები