იანისის ლიდერობით – საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ევრობასკეტის პირველ ტურში, C ჯგუფში, საბერძნეთის ნაკრებმა იტალია 75:66 დაამარცხა. ბუნებრივია ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ჩვენი მომდევნო მეტოქეები სწორედ იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან.
საბერძნეთის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, იტალიელებმა გაქცევის გაკეთება მეოთხე მეოთხედში მოახერხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბერძენთა ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, NBA-ის სუპერვარსკვლავმა 29 წუთში 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
იტალიელთაგან ნიკოლო მელიმ 30 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.
იტალია მორიგ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული შეხვედრა ჩვენთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს. მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
საბერძნეთი 30 აგვისტოს კვიპროსს დაუპირისპირდება, ეს მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
[VIDEO] არიის – საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
[VIDEO] არიის – საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
“წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი “ხულიგანს” ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს” – ესპანეთი გაოგნებულია
საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!