იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება – ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან კონტრაქტის გაწყვეტის ფაქტზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საგზაო სამუშაოების დასრულების ვადებზე არ იმოქმედებს.როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტის საგზაო სამუშაოების ნაწილი, გეგმის შესაბამისად, იანვრის ბოლოს დასრულდება.
„როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ანალოგიური ხდებოდა აქაც. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება.
ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილი უნდა იყოს. მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გვქონდა, არ გადაიწევს. იანვრის თვის ბოლოს საგზაო სამუშოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს რაც გვაქვს დადგენილი – ხარისხი, ვადები და ასე შემდეგ.
დილიდან კონკრეტული ტელევიზიები თესავენ მიზანმიმართულ პანიკას, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება და გზა ვერ გაიხსნება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს

საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი