იანვარ-მაისში თურქეთმა 18 მლნ-მდე ტურისტს უმასპინძლა

იანვარ-მაისში თურქეთმა 18 მლნ-მდე ტურისტს უმასპინძლა
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში თურქეთმა 17 809 078 ვიზიტორი მიიღო. მათ შორის 2 024 865 თურქეთის მოქალაქე და 15 784 213 უცხოელი იყო. ამ ინფორმაციას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის დეპარტამენტის ინფორმაციით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,47%-ით გაიზარდა.
გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ვიზიტორი გაგზავნეს თურქეთში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, 16,2%-იანი ზრდით (1 122 930 ვიზიტორი). შემდეგ მოდის – 1 078 294 ვიზიტორი. მესამე ადგილზე ირანი გავიდა 51,78%-იანი ზრდით და 946 437 ვიზიტორით. ტოპ 5 ქვეყნებში ასევე მოხვდნენ ბულგარეთი და დიდი ბრიტანეთი.
მიმდინარე წლის მაისში თურქეთში ჩასული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 5 130 119 შეადგინა. ამავდროულად, რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების რეიტინგში, რომლებმაც მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი გაგზავნეს თურქეთში.