იანვარ-თებერვალში საქართველოში თურქეთიდან 1 მლნ კილოზე მეტი ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო შემოვიდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 502 480 დოლარის ღირებულების 1166.49 ტონა ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 1.15 ლარი)
ამ ორ თვეში, ირანიდან 34 920 დოლარის ღირებულების 78.77 ტონა, ხოლო თურქეთიდან 476 570 დოლარის ღირებულების 1 087.71 ტონა ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო (ახალი ან გაცივებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი) შემოვიდა.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე აღნიშნული პროდუქციის იმპორტი 54%-ით გაიზარდა.
იპორტირებული პროდუქცია ბოლო 5 წლის მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:
2019
309 840 დოლარის ღირებულების 1 860.85 ტონა
2020
272 950 დოლარის ღირებულების 2 057.28 ტონა
2021
290 540 დოლარის ღირებულების 2 702.83 ტონა
2022
233 590 დოლარის ღირებულების 2 149.77 ტონა
2023
325 400 დოლარის ღირებულების 2 865.82 ტონა

ასევე დაგაინტერესებთ