იანვარში საქართველოში ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, მეტწილად რუსეთის გამო

2024 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული ფულის მოცულობა შემცირდა. გასული წლის იანვართან შედარებით კლება 40,8 პროცენტია. განახლებული მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
გადმორიცხვების მოცულობის კლება მეტწილად უკავშირდება რუსეთს, თუმცა ის ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში ამ გზით შემოსული თანხების წყაროებში პირველ ადგილზე. იანვარში საქართველოში სულ 263,4 მლნ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხა, საიდანაც თითქმის 26% – 67,64 მილიონი დოლარი დან იყო – ეს 2023 წლის იანვართან შედარებით თითქმის 75%-ით ნაკლებია.
საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობით ხუთეულში შედიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და .
მიმდინარე წლის პირველივე თვეს საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს