ახალი წლის ღამეს საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში არ გათოვდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
“იანვარი წლის ყველაზე ცივი პერიოდია. შემდეგ დღეებში შეიძლება კიდევ უფრო დაიკლოს ტემპერატურა და იყოს ყინვა”, – ეუბნება გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ იანვარი წლის ყველაზე ცივი თვეა, გასული თვეების მსგავსად, საშუალო ტემპერატურა 2024 წლის პირველივე თვეში 1-2 გრადუსით მაღალი იქნება.
ზოგადად, იანვარში საქართველოში საშუალო ტემპერატურა ასეთი იქნება:
· დასავლეთ საქართველო: 5 — 6 გრადუსი;
· აღმოსავლეთ საქართველო: -3 — -1 გრადუსი.
· თბილისი: 2 — 3 გრადუსი.
ახალი წლის დღეების პროგნოზი:
· თბილისში 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს;
· სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება;
· დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი;
· დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება;
· დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი;
· ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება;
· კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს ასევე უნალექო ამინდი იქნება;
· აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი;
· აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.