იამალის შეძენა პსჟ-ს 200 მილიონი დაუჯდება

გამოცემა იტყობინება, რომ იამალის თამაში ძალიან მოსწონს პარიზული გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ თავად ფეხბურთელი “ბარსელონას” დატოვების სურვილს გამოთქვამს.
შესაძლო ტრანსფერის ფასი 200 მილიონი ევროა და აგრეთვე მოლაპარაკებებში პსჟ-ისთვის ხელსაყრელი ისაა, რომ იამალის აგენტი ჟორჟე მენდეშია.
მიმდინარე სეზონში იამალმა ლა ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.