იამაიკაში მკვლელობის მაჩვენებელი 53%-ია – როგორია სტატისტიკა საქართველოში

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist, მკვლელობის მაჩვენებლის მიხედვით, ტოპ 10 ყველაზე საშიში ქვეყნის სიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მონაცემები 100 000 მოსახლეზე მკვლელობების რაოდენობის მიხედვით შეჯამდა.
სიის სათავეში იამაიკაა, სადაც მკვლელობის მაჩვენებელი 53%-ია. Visual Capitalist წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წლის იანვარში იამაკაში 65 მკვლელობა მოხდა, -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ იამაიკაში მოგზაურობისას. გასულ წელს კარიბის ზღვის კუნძულზე 1393 მკვლელობა დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ 2,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
მეორე ადგილზეა სენტ-ვინსენტი და გრენადინები 44.4%-იანი მაჩვენებლით და მესამეზე ტრინიდადი და ტობაგო – 39.5%-ით.
2019 წელს ეკვადორის მკვლელობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 6,8 იყო. რაც ყველაზე დაბალია ლათინურ ამერიკაში. მაგრამ მას შემდეგ, მკვლელობის მაჩვენებელი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
სიაში 39 ადგილზეა 6.8%-ით და 42-ზე აშშ – 6.4%-ით.
რაც შეეხება საქართველოს, ამ სიაში საქართველო არ არის. თუმცა, -ს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მკვლელობის (განზრახ მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) 298 ფაქტი გამოვლინდა, წინა წელს მკვლელობათა რაოდენობა 325 იყო.
ამას გარდა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირდა 6.67%-ით, რაც უმეტესწილად განპირობებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის (-54 შემთხვევა), სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (-30 შემთხვევა) და მკვლელობის მცდელობის (-16 შემთხვევა) შემთხვევების შემცირებით;
2023 წელს განზრახ მკვლელობის 5-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა 3 შემთხვევით გაიზარდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების რიცხვი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციული იყო საქართველოს მოსახლეობის და თქვენ მიმართ – დაძაბულ ვითარებაში ვართ – ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე“ – სალომე ზურაბიშვილი ელჩებს