იაკობ ჯანგავაძე: რომ შემოაკვდე, ვერავინ გაიგებს ვინ იყო, რადგან ნიღაბი უკეთია

“თუ დაგარტყამს, შენ თავს ვერ დაიცავ, თუ შეგაგინებს, შენ ვერ უპასუხებ, თუ დაგიჭერს, შენ ვერ გააპროტესტებ,
თუ ზონდერები გირტყამენ, არ დაგიცავს, თუ ზონდერებს უპასუხებ, დაგიჭერს,
თუ შეგაფურთხებს, შენ თავი უნდა დახარო და თუ უპასუხებ, დაგიჭერს,
რომ შემოაკვდე, ვერავინ გაიგებს ვინ
იყო, რადგან ნიღაბი უკეთია მაგრამ შენ თუ ნიღაბს გაიკეთებ, დაგიჭერს.
ამად აქცია ქართული პოლიცია ერთმა ოლიგარქმა, რომელმაც ყველას აყარა ღირსება, ვისზეც შეეძლო და ყველას დაჭერას უპირებს, ვინც ღირსებას არ აიყრის.
ვინც ჩუმად უყურებთ ამ ყველაფერს, იმედია ხვდებით, რომ თქვენი ღირსების აყრასაც მოინდომებს და მაგ სიჩუმეს სანამ ყვირილად აქცევთ, უკვე გვიანი იქნება.
ხმა ამოიღეთ – საკუთარი ღირსებისთვის!” – წერს სოციალურ ქსელში მარკეტოლოგი, იაკობ ჯანგავაძე.