იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში უჩნდებათ ამბიცია ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ წაეკინკლაონ – ეს შეთანხმებული მგონია

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წაეკინკლაონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა მ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს 6 თებერვალს, პარლამენტში ს ანგარიშის წარდგენიდან, ხომ არ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალოს და ბოიკოტის გამო სხდომათა დარბაზი დატოვოს, ხვიჩია ასე პასუხობს: „სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იზამს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს პრეზიდენტობა არ უნდა“.
„მას საშუალება ჰქონდა, თავისი პრეზიდენტობის რამდენიმე წლიან ვადაში ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაინც გაეკეთებინა ქვეყნისთვის, ისევე, როგორც წინა პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების, მაგრამ სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ წაეკინკლაონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში. ეს შეთანხმებული მგონია, წინა შემთხვევაშიც, შეთანხმებული მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ მარგველაშვილიც შეთანხმებული იყო „ქართულ ოცნებასთან“ თამაშის იმ წესებზე და ჩარჩოების ფარგლებში მოქმედებდა. ზუსტად იგივე მგონია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ხვიჩიამ.