– ფრიდონ ინჯიას ინიცირებული პროექტი წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რაზეც უმრავლესობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ – პარლამენტი ან ინჯიას კანონპროექტს იღებს ან იმას, რა შეთანხმებისკენაც პოლიტიკური პროცესი მიდის

ფრიდონ ინჯიას მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებული პროექტი თავისი შინაარსით წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რაზეც უმრავლესობასთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ – შესაბამისად, პარლამენტი ან ინჯიას კანონპროექტს იღებს ან იმას, რა შეთანხმებისკენაც პოლიტიკური პროცესი მიდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ შედეგი დადგეს, ინჯიას კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.
„შეხვედრაზე დისკუსია იმ მიმართულებით წავიდა, რომ ხალხს ვისაც ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნია, ის უფასოდ დაუმზადდეს და გადაეცეს. გაიმართა დისკუსია, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გაუქმდეს, მათ ნაცვლად ხალხმა ახალი აიღოს და არჩევნებში მონაწილეობა ახალი პირადობის მოწმობებით მიიღოს. ამ მიმართულებით შეთანხმებისკენ სვლა იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია