იაგო ხვიჩია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – სინამდვილეში, ის ანტიამერიკულია – ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა

სინამდვილეში, ეს კანონი ანტიამერიკულია. ჩვენ ღიად და თავხედურად, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ, ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, მათი ფინანსების საქართველოში მიმოსვლა შევზღუდოთ – ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, მ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა, ვიყოთ ანტიამერიკული ქვეყანა.
„მე მგონი, ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა გადავწყვიტოთ გვინდა ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა, იმიტომ რომ ეს კანონი სადაც მიიღეს, მიიღეს ამერიკელებთან საბრძოლველად. თვითონ ამერიკელებმა მიიღეს 1938 წელს გერმანელებთან, ანუ, ფაშისტებთან საბრძოლველად. ეს კანონი სადაც არ უნდა მიიღო, ვიღაცის წინააღმდეგაა. ამერიკელებმა გერმანელების წინააღმდეგ მიიღეს, დარჩნენ სამყაროში კი ამერიკის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ახლა ამ კანონით ვემატებით იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც ამ კანონით, სინამდვილეში, ებრძვის ამერიკელებს და იძახიან, რომ ებრძვის ბაია პატარაიას. ჩემი აზრით, ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ. ეს არის შეცდომა ქართველი ხალხის, ჩვენი მომავლის და ჩვენი პარტნიორების წინაშე,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ