– სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ – უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: – სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია!

სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ – უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: – სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია! – ეს განმარტება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიჩიამ აქვე, იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ისეთ რამეს არ მოიფიქრებს, რის გამოც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას გადაიფიქრებენ“.
„9 პუნქტის შესრულების ფარგლებში ჩვენ შევალთ ყველგან, სადაც პარლამენტის შენობაში შეხვედრას დავინახავთ. ვეცდებით, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად – არ გვინდა „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი