იაგო ხვიჩია – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს – მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს – მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან, ოღონდ ვინმეს რამე კარგი უნდოდეს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, მ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე “გირჩსა” და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მათი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია და ისინი ამით, რეალურად ქალთა უფლებებს იცავენ.
“ძალიან პოზიტიურად და დადებითად ვუყურებ არ შესაძლებლობას. მგონია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს. ამ შეთანხმების ერთობლიობა არის პოლიტიკური პროცესი და ამ ვადაში რომ ერთხელ მაინც რაღაცაზე გახდა ეს შესაძლებელი, ძალიან მოხარული ვარ. კიდევ მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ისე “ნაციონალურ მოძრაობასთან” და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან, ოღონდ ვინმეს რამე კარგი უნდოდეს.
ეს კანონპროექტი არის ჩვენი დიდხნიანი ბრძოლის შედეგი. პოლიტიკაში ჩვენ გვყავს ქალობის ნიშნით ადამიანები, რომლებიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ და ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი ისე, რომ არავის უთქვამს – “მე ვარ დაზარალებული”. მსხვერპლის გარეშე მივიღეთ რეგულირება.
როდესაც აწესებ ადამიანზე კვოტას, ის ადამიანის თვალში აღიქმება არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც კვოტით მოქმედი. ძალიან მარტივ მაგალითად სამედიცინო სფერო რომ წარმოვიდგინოთ – თქვენ იცოდეთ, რომ ქალი ექიმები სამედიცინო დაწესებულებებში კვოტით მოხვდნენ, ხოლო მამაკაცებმა ნამდვილად მოიპოვეს ეს პროფესია, საკუთარ ჯანმრთელობას რომელს ანდობდით? თუ ამაზე დაფიქრდებით, მიხვდებით, რა გავლენას ახდენს ეს შეზღუდვა პროფესიაზე. ჩვენ ამით რეალურად ქალთა უფლებებს ვიცავთ,” – განაცხადა ხვიჩიამ.