იაგო ხვიჩია გვარამია-მელიაზე – ცალკე აღებული, მგონი, მარტო ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მოუწევთ, სხვა „ნაცური“ პარტიების შემოერთება

ჩემი აზრით, ეს ერთობა [გვარამია-მელია] არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად – სხვა “ნაცური” პარტიების შეერთება მოუწევთ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა სა და ს პოლიტიკური გუნდებს შორის დღეს დაგეგმილი შემაჯამებელი შეხვედრა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს ორი გუნდი უნდა გაძლიერდეს, რათა არჩევნებზე ხმები არ დაიკარგოს.
„ცალკე აღებული, მგონი, მარტო ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მოუწევთ, სხვა “ნაცური” პარტიების შემოერთება. ეს გაერთიანება არასაკმარისია იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს, ამიტომ ჩემი აზრით, ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს – გაძლიერდეს “ნაცებთან” შესვლით, ან სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!