იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად რუსული კანონის განხილვისას სხდომა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს გირჩის ლიდერმა, მ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
“სულ 30 წამი მჭირდება – ზოგადად, მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ ამ სხდომას”. – თქვა ხვიჩიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები გააფრთხილა, არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით დაემუქრა.
ამ დროისთვის, იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევებულია 10 ოპოზიციონერი დეპუტატი და 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.