იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას „ბუტაფორია“ უწოდა და ის პროტესტის ნიშნად დატოვა

პარტია „გირჩის“ ლიდერმა მ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მან საკომიტეტო განხილვას ბუტაფორია უწოდა.
„მე მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტი არის ბუტაფორია და მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიამ ამ განცხადების შემდეგ, მიკროფონის გამოყენების გარეშე განაგრძო კომიტეტის თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება, რაზეც ანრი ოხანაშვილისგან მიიღო პასუხად, რომ სანამ ის საკუთარი ნებით დატოვებდა სხდომას, მას რეგლამენტის შესაბამისად დაატოვებინებდნენ.
„კი ბატონო, გაბრძანდით, ბატონო იაგო, შეგიძლიათ გაბრძანდეთ. დატოვეთ, გავიგეთ თქვენი პოზიცია, პოლიტიკური განცხადება გააკეთეთ გარეთ. მიკროფონის გარეშე საუბარს თუ გააგრძელებთ, სანამ თქვენი ნებით გაბრძანდებით, მომიწევს, რომ რეგლამენტზე მიგითითოთ. თქვენი პოლიტიკური შეფასებაა და გაბრძანდით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.