იაგო კაჭკაჭიშვილი: ხელისუფლებამ მედიისთვის სასამართლო სხდომები ჩაკეტა; იფიქრა, ამით გაანელებდა საზოგადოების ინტერესს და მიმდინარე ქეისების რეზონანსულობას. პირიქით მოხდა

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
ხელისუფლებამ მედიისთვის სასამართლო სხდომები ჩაკეტა; იფიქრა, ამით გაანელებდა საზოგადოების ინტერესს და მიმდინარე ქეისების რეზონანსულობას.
პირიქით მოხდა: ახლა სასამართლო სხდომებიდან დამკვირვებელთა “საველე” ჩანაწერები ვრცელდება. ეს ჩანაწერები არ არის უბრალოდ ფაქტების აღწერა, მათ აქვს ემოციური დამატება – სუბიექტური შთაბეჭდილებები, რომლებიც ფაქტებს უფრო შთამბეჭდავს და ჰეროიკულს ხდის.
კი, ასეა: მზია ამაღლობელის “ნატურალური იმიჯის” გაქრობამ მის ბიოგრაფიულ კონტექსტს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა.
თუ დავაკვირდებით, ესაა სწორედ ისტორიისა და ისტორიკოსის პროფესიის უპირატესობა: ფაქტები ცოცხალ ნიმუშებად აქციოს – ერთგვარ ნიშანსვეტებად, რომლებიც არ ხუნდება და კვლავიწარმოება თაობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია