იაგო კაჭკაჭიშვილი: მე: “ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია.” რუსთავი 2: “გასაგებია. მადლობა”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი:
მირეკავენ. უცხო ზარია. არ ვპასუხობ. ცოტა ხანში მომდის სმს:
“იაგო, გამარჯობა 🙂 რუსთავი 2-დან გიკავშირდებით, დებატებზე გვინდა თქვენი მოწვევა. რომ მოიცლით შემეხმიანეთ და გადმოვრეკავ. მადლობა 🙂
საპასუხო სმს ჩემგან: “სალამი. რას ეხება დებატები?”
რუსთავი 2: “კიდევ ერთხელ გამარჯობა 🙂 თემა: სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?” დადასტურებული სტუმრები არიან: ირაკლი კირცხალია, ვატო შაქარაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნოდარ კაპანაძე, ეკა სეფაშვილი.”
მე: “ეს ხალხი ამბობს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ევროინტეგრაცია? ამაზე აწყობთ დებატებს?”
რუსთავი 2: “ყველას თავისი აზრი აქვს. ამ შემთხვევაში თქვენი აზრი გვაინტერესებს 🙂”.
მე: “ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია.”
რუსთავი 2: “გასაგებია. მადლობა”.
* * *
დებატების საგანსაც ხომ გააჩნია, მართლა?
ძალიან სიმპტომატურია ეს მიმოწერა: არასოდეს, პოსტსაბჭოთა საქართველოში, საჯარო რევიზიის ქვეშ არ დამდგარა ევროინტეგრაციის სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის უარყოფა მიიჩნეოდა ნებისმიერი ვინმეს მარგინალიზაციის უტყუარ საფუძვლად.
ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა – თანაც ისე, რომ მარგინალიზაციის არ ეშინია.
ჰოდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეეშინდეს!