თხოვდება თუ არა ტინა კუნაკი – ვინ არის ვენსან კასელის ყოფილი ცოლის ახალი რჩეული – Marao

“ტინასთან შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო“ – სწორედ ამ ფრაზით ახსნა ვენსან კასელმა თავისი და ტინა ტუნაკის ურთიერთობა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ჰარმონია და სიყვარული მათ ურთიერთობაში მუდამ იგრძნობოდა. ტინა 26 წლის ფრანგი მოდელია. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს იბიცაზე გაიცნო. მოდელის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ვენსანი. „მე სოფელში გავიზარდე. ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არც კინოში დავდიოდით. ბავშვობაში ჩემი ინტერესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და ფეხბურთის თამაშით. ვენსან კასელის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ მას პაპარაცები არ დაეხვივნენ თავს” – ამბობდა ტინა.
ჰყავთ საერთო შვილი, გოგონა – ამაზონი. სულ ცოტა ხნის წინ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ, ტინამ და ვენსანმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ეს რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ. ამასობაში კი ვენსანს ახალი სიყვარული ჰყავს. ის 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. ამბობენ, რომ ნარა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ტინა კუნაკის და ამას ტაბლოიდები ტინასთან დაშორების გამო ვენსანის სინანულს მიაწერენ.
თინა კუნაკი დაიბადა1997 წლის 5 აპრილს ტულუზაში დაიბადა. მამა წარმოშობით ტოგოელია, დედა კი სიცილიელი. ტინა ენთუზიაზმით სავსე მოგზაურია და სიამოვნებით ატარებს დროს ოჯახთან ერთად. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს მშობლებთან.
ტინა ხშირად აქვეყნებს ახალ რჩეულთან, ვიქტორ სანტიაგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. შეგახსენებთ, მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ კუნაკი და კასელი ერთმანეთს სწორედ სანტიაგოს გამო დაშორდნენ და ტინამ მეუღლეს სწორედ მასთან უღალატა.
ცოტა ხნის წინ კი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ უკანასკნელ ფოტოს, სადაც ტინას მეგობარი წერდა – “მან თქვა კი”. სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპანიის წვეულებაზე გადაღებული ფოტოა და კამპანიის ნაწილია.

ასევე დაგაინტერესებთ