,,თქვე ამაზრზენო ვირთხებო! თქვე უსამშობლო ღორებო! თქვე ბინძურო ნაბი**რებო!“ – ვახრანგ ფანჩულიძე –

მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,თქვე ამაზრზენო ვირთხებო!
თქვე უსამშობლო ღორებო!
თქვე ბინძურო ნაბი**რებო!
ეს რა გააკეთეთ თქვე ჩემი ცოდვით სავსე არაკაცებო!
სამსახურიდან გამომაგდეთ, სიკვდილისათვის გამწირეთ, მაგრამ უკეთილშობილესი მამულიშვილის ბატონი ნიკა გილაურის ფონდმა თქვენგან შიმშილისათვის გამეტებულ კაცს დახმარების კეთილი ხელი გამომიწოდა!
ეს რა გააკეთეთ თქვე ფულით გაზულუქებულო ღორებო, რა შეგშურდათ, რომ ჩემთვის გილაურის მიერ დანიშნული 400 ლარიანი ხელფასისთვის ამ უპატიოსნესი ერისკაცის ფონდი არ დაგეყადაღებინათ!
იმის მერე რაც მუშტაიდის მეპატრონემ ალეკო ნიკოლაიშვილმა და დირექტორმა ალეკო ქევხიშვილმა სამსახურიდან გამათავისუფლეს, ის ხელფასი რასაც იქ მიხდიდნენ 400 ლარი, გილაურის ფონდმა გადამიხადა, როგორ დამეხმარა ჩემი საყვარელი პარტია “კოალიცია ცვლილებისათვის” ჩემი უსაყვარლესი და ბატონი ზურა მელიქიშვილი, განსაკუთრებით მარიკა არევაძე უსაზღვროდ კეთილი ქალბატონი, რამდენი იწვალა, რომ გილაურის საქველმოქმედო ფონდამდე მიეტანა ჩემი ამბავი, ღმერთმა დალოცოს ბატონი ნიკა გილაური, მის მიერ დანიშნული 400 ლარით კვების პროდუქტები ვიყიდე და სიხარულით ველოდი აპრილის თვეს, რადგან ვიცოდი გილაურის ფონდი სააღდგომოდ ისევ დამირიცხავდა 400 ლარს და უცებ თავზარდამცემი ამბავი გავიგე: ივანიშვილმა დააყადაღა გილაურის ფონდი!
ის რაც ეხლა ჩემს გულში ტრიალებს ღმერთს ვთხოვ, რომ ივანიშვილის ოჯახს დაატეხოს ღმერთმა, რადგან მეც მინდოდა როგორც ქრისტიანს აღდგომა დღეს ჩემი ოჯახის სუფრაც დაემშვენებინა ტკბილ ნამცხვარსა და წითელი კვერცხს, მეც მინდოდა ერთი ბოთლი ღვინო მეყიდა ბატონი ნიკას ფონდის მიერ დარიცხული 400 ლარით და ეს მოლოდინი ივანიშვილმა გადაგვიკეტა მე და ჩემ ოჯახს!
მე მტერი ვარ ბატონო ბიძინა? რას მერჩით? მე რომ აღდგომას ცარიელი მაგიდით შევხვდები და მშობლების საფლავზე ვერ გავალ ეს გაახანგრძლივებს თქვენი ურდოს ყოფნას ხელისუფლებაში? შეგაგინებ აბა არ შეგაგინებ, როცა მე, მსახიობს ვისაც სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერი გაუკეთებია ქართველი ერისთვის 350 ლარს მაძლევ პენსიას და პარლამენტარს რომელსაც ბოროტების კეთების მეტი სხვა არაფერი ემეტება საკუთარი სამშობლოსათვის 15000 ლარს აძლევ ხელფასს!…”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა