თქვენ პირადად ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული – ჟურნალისტი პაპუაშვილს და პაპუაშვილის არაფრისმთქმელი პასუხი

თქვენ პირადად ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული – ჟურნალისტი პაპუაშვილს და პაპუაშვილის არაფრისმთქმელი პასუხი
ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს ბათუმში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივი მედიის შეკითხვებს პასუხობს, მიმართა და უთხრა:
“თქვენ თქვენი ამ კანონით, ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა თუ ქართულ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის იქ აგენტი, პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში, მე, 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიული განვითარებას და თქვენ ვერ დამაძალებთ მაგ იარლიყს. მინდა შემოგთავაზოთ ერთი წინადადება – აგენტები როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, მოდით დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში – ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, , რომელიც მე რომ მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი 2010-2011 წლისთვის, ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაწეროს ბატონი პრემიერი, , შემდეგ ჩავწეროთ , რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული … მე ვიქნები მეოთხე”
ეს არის ღალატი, ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ სკენ ამ კანონით, ეს არის ღალატი. თქვენ პირადად ამ დოკუმენტით ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული და დადგება დრო აუცილებლად თქვენ საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. იმიტომ, რომ თქვენ დამალეთ გადასახადები, ჩემი გათვლებით, დაახლოებით 200 ათასი ლარი. თქვენ რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება გაიფორმეთ 12 ლარად კანონის გვერდის ავლით… ჩვენ ტექნიკურად დავაზუსტეთ რა შეცდომაც დავუშვით” – აღნიშნა ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ