„თქვენ მთხოვთ, რომ პასუხი გავცე იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს?“- შტეფან შულცი, IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი

„თქვენ მთხოვთ, რომ პასუხი გავცე იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს?“- შტეფან შულცი, IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი
IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი შტეფან შულცი ავტორ-შემსრულებლების ასოციაციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და არ სურს ყოფილი ასოციაციის ხელმძღვანელის ბრალდებებს უპასუხოს, რომელსაც მისი თქმით ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს. მის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ
„თქვენ მთხოვთ, რომ პასუხი გავცე იმ ადამიანის ბრალდებებს, რომელზედაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ავტორ-შემსრულებლები ჰონორარების მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან, რომელსაც საქართველოს ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს და სწორედ ამიტომ, თავიანთი ინიციატივით შექმნეს სრულიად ახალი პლატფორმა IPOA?!
აღნიშნული, ასოციაციის მმართველ რგოლში თვითონ ავტორები არიან წარმოდგენილნი. ყოველივე ამის გათვალისწინებით ყოფილი ასოციაციის თავმჯდომარე ამ ადამიანებს უყენებს ბრალდებებს, ახდენს ტყუილების ტირაჟირებას და საქართველოს მედიაც ამაში ხელს უწყობს. მსგავსი შემთხვევა, რომ ევროპაში მომხდარიყო ინფორმაციის ტირაჟირებას კი არა სიტყვის თქმის უფლებას არ მისცემდნენ მას.
იპოა არის, საქართველოში აკრედიტებული ერთადერთი ასოციაცია, რომელსაც საქპატენტის მხრიდან მინიჭებული აქვს უფლება, რომ დაიცვას და ააგროვოს ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები. ჩვენმა ასოციაციამ სულ რამდენიმე თვეა რაც მიიღო აკრედიტაცია და ახალი კანონმდებლობის საფუძველზე დადგენილი წესების მიხედვით მოხდა ჰონორარების შეგროვების მექანიზმის დასტაბილურება ქართულ ბაზარზე.
რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ჩვენ სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე IPOA ჯერ საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესების დასტაბილურებაზე იყო ორიენტირებული. საერთაშორისო მიმართულებით საქმე ძალიან ბევრია. სულ ახლახან მე და ჩემი კოლეგები IPOA-დან გახლდით ბრიუსელში, ევროპელი შემსრულებლების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სადაც არაერთ საერთაშორისო პარტნიორს შევხვდით და ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობაზე. ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კონტრაქტი გვაქვს, რასაც თვის ბოლო კიდევ არაერთი დაემატება, რადგან ბრიუსელში ასოციაციებთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენციაა და როდესაც ჩვენ ოფიციალურ ორგანოს წარვუდგენთ IPOA-ს მუშაობის წლიურ ანგარიშს, იქვე წარვადგენთ არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.”- აცხადებს IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი შტეფან შულცი.

ასევე დაგაინტერესებთ