“მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა რუსეთის დელეგაციას. მე უცნაური ადამიანი ვარ: ჩემი ბებია რუსეთიდან იყო და მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩემი ბაბუა ებრაელი იყო პოლონეთიდან, მეორე ბაბუა ლუქსემბურგელი კათოლიკე იყო და მეორე ბებია ფრანგი ათეისტი. ასე რომ ჩემში ბევრი სხვადასხვა კულტურაა და შესაბამისად ტოლერანტობაც. მე ასევე ბელგიელ მამაკაცზე ვარ დაქორწინებული, ანუ გეი ვარ და ალბათ თქვენს ქვეყანაში უფლებებიც კი არ მექნებოდა. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს გაუკვირდეს, მაგრამ მე ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ომამდე მე ვოლოდიმირ ზელენსკისაც ვესაუბრე და ვლადიმირ პუტინსაც და შევეცადე, რომ მათთან მოსაზრებები გამეცვალა. თუმცა, ბუჩას შემდეგ ვიგრძენი, რომ გამოსავლის პოვნის სურვილი პუტინს არ ჰქონდა. ეს ძალიან სევდიანია. თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვაშენეთ კულტურულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად. პუტინთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას მე მას ისიც ვუთხარი, რომ ახლა მათი უახლოესი მოკავშირეები არიან ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა. ასეთი იზოლირებულობა ძალიან ცუდია და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი ნარატივი არ არის სწორი. ომის დაწყება ადვილია, ომის დამთავრება კი იმას აჩვენებს, თუ როგორი ლიდერი ხარ. არასდროს არის გვიან იმის აღიარება, რომ თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით. მე ვერ მოვისმენ ბატონ ლავროვის პასუხს, იმიტომ რომ აქ არ ვიქნები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაჩერდეთ. შეაჩერეთ ეს სიგიჟე.”