თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ პატრიარქო.
ბავშვებს სცემენ, ბავშვებს ასახიჩრებენ მანდვე ახლოს, რუსთაველზე, ამ წუთებშიც პატრიარქო. თქვენ პლასტმასის კაცუნებისკენ მიმართული ფეიერვერკი გაწუხებთ, მე – ცემისგან გონება დაკარგული, დალეწილი ბავშვები. თქვენი ნათლულები მაინც დაიცავით, მრწამსს რომ უკითხავდით, ის ბავშვები. ესენი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, იმ ევროპისთვის – თქვენც რომ გისარგებლიათ, თავი რომ გადაგირჩენიათ… განა რამე სერიოზული – სულ ორი სიტყვა მაინც დაწერეთ: “სოლიდარობა მომიტინგეებს…” საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
