თქვენს მომავალ სახლს რობოტები ააშენებენ – Crunchbase

სამშენებლო ინდუსტრია მუშახელის დეფიციტს განიცდის და სამუშაოს ხარჯები იზრდება. რობოტიკისა და მშენებლობის კვეთაზე მომუშავე სტარტაპები გვპირდებიან, რომ დაზოგავენ დროს, ფულს და რისკებს, რაც ინვესტორებისთვის საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. Crunchbase-ის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სექტორმა ასობით მილიონი დოლარი შეაგროვა. საკითხავია, შეუძლიათ თუ არა სტარტაპებს დაპირებების შესრულება.
ჰოლანდიური Monumental-ი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებისთვის რობოტებს ავითარებს ინვესტიციები უკვე მოიზიდა. გასულ კვირას, 3 წლის კომპანიამ $25 მლნ შეაგროვა. სალარ ალ-ხაფაჯი, Monumental-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს, რომ ეს ინტერესი დიდწილად განპირობებულია ტექნოლოგიის პოტენციალით შეამციროს ადამიანის შრომაზე დამოკიდებულება სახლების მშენებლობაში. მისი თქმით, ინდუსტრიაში მუშახელის დეფიციტია და სამომავლოდ შრომის ავტომატიზაციაა მოსალოდნელი, რაც ბერვად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ადამიანური რესურსი.
Crunchbase-ის მონაცემებით, 2022 წლიდან, 17-მა კომპანიამ მოიპოვა დაფინანსება. ეს კომპანიებია:
Icon – $451,5 მლნ;
Built Robotics – $112 მლნ;
Dusty Robotics – $68,7 მლნ;
Diamond Age Robotic – $58 მლნ;
Monumental – $24,9 მლნ;
Robocon – $19,6 მლნ;
Kewazo – $19,1 მლნ;
Intelligent City – $18,2 მლნ;
Promise Robotics RaaS – $15 მლნ;
Toggle – $14.8 მლნ;
Zanecon – $14,6 მლნ;
PaintJet – $13,5 მლნ;
Teleo – $12 მლნ;
Rugged Robotics – $11,9 მლნ;
Hyperion Robotics – $3.4 მლნ;
Renovate Robotics – $3 მლნ;
RoboDeck – $2,5 მლნ.