ჟურნალისტი, ვახო სანაია, მაია ბითაძის განცხადების პასუხად, წერს:
ეს ბოროტება, რასაც ასე თავისუფლად გაიძახით, თქვენი ცხოვრების თანმდევი იქნება. ისტორია განაჩენს გამოგიტანთ, თქვენი შთამომავლობა კი დაგმალავთ თავისი ცხოვრებიდან.
ცნობისათვის, მაია ბითაძემ იმედი LIVE-ს ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული”.
ძალიან სამწუხაროა თვითონ უკრაინისთვის, მე აღარაფერს აღარ ვამბობ ზელენსკიზე და ამ პერსონაჟზე, რომელიც უკრაინის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე არაგონიერი მმართველი, რომელმაც გაწირა პრაქტიკულად საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ერი და იცლის რატომღაც საქართველოსთვის.
საქართველოსთვის, რომელიც ყველა ინდიკატორის მიხედვით, რომელიც მათ შორის ევროკავშირის მიერაა მომზადებული, უსწრებს ზელენსკის მმართველობას ყველა იმ საკითხში, რაშიც მან საქართველო დაადანაშაულა.
საწყენი არაა, არც შემაშფოთებელი, უკვე სამარცხვინოა, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც თქვენ კარგად გახსოვთ, როგორი დემარშით გამოაძევა იქიდან ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, მაშინ როცა ბოლომდე მხარში ედგა საქართველოს დიპლომატია კიევში აქტიური დაბომბვების დროს, დღეს იცლის ამ კრიზისის დროს და საუბრობს საქართველოზე, თითქოს საქართველო არის გადასარჩენი და ჩვენ ვართ თურმე რუსეთზე დამოკიდებული, მაშინ როდესაც სწორედ ზელენსკიმ გახვია რუსეთთან ცეცხლის ალში და ხელი შეუწყო ამ პროცესს, საკუთარი სამშობლო და ხალხი, – თქვა ბითაძემ.




