თქვენი თანამშრომელი ვარ, მსხვერპლი მოჰყვება ამ ყველაფერს – მერიის თანამშრომლი კალაძეს

არა რუსულ კანონს – „ქართული ოცნების“ განზრახვას საჯარო მოხელეები ემიჯნებიან. თბილისს მერიის თანამშრომელი პირველებთან ამბობს:
“გვაკერებენ იარლიყს, თითქოს ვართ ნაცები და რადიკალური მოსაზრებების გამომხატველები. არა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სამოქალაქო პოზიციით გამოვდივარ, საჯარო მოხელე ვარ, ძალიან ბევრი საჯარო მოხელე არის ჩვენი თანამოაზრე და ვინც არ არის, დარწმუნებული იყავით, რომ უმრავლესობა არის ჩვენს მხარეს და სიმართლის მხარეს.
თბილისის მერს მინდა მივმართო, რომლის თანამშრომელიც ვარ, როცა ადამიანების სიცოცხლე არის საეჭვო, რომ მსხვერპლი მოჰყვება ამ ყველაფერს, ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ეს კანონი გაიწვიონ, შიგნითაც საკმაოდ ხმამაღლა გამოვხატავთ ამ პროტესტს.”