თუ სწორად აღიქვა ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება სწორად ვერ გაიგო და მაგ შემთხვევაში, საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ – ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხი ძალიან მკაფიო იყო

თუ სწორად აღიქვა ს პასუხი, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება სწორად ვერ გაიგო და მაგ შემთხვევაში, საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ – ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხი ძალიან მკაფიო იყო
პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „რადიო თავისუფლებაზე“, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია საუბრობს, რომ ეს არის პროპაგანდისტული მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხუროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქალბატონი დანიგანიც აღარ არის ელჩი, იგი პენსიაზეა გასული და ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა მათი ინტერვიუ, თუმცა, აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ერთ პასაჟს, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეხება, სადაც ყოფილი ელჩი მას აბსოლუტურად საპირისპიროში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, -ის ყოფილი ელჩის, ს მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, ყოფილი ელჩის განცხადება, რომ „ ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს“, ბადებს კითხვას, სწორად გაიგო თუ არა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილის პასუხი, როდესაც მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, თუ ყოფილმა ელჩმა პასუხი სწორად გაიგო, მაშინ ის ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, ხოლო, თუ ვერ გაიგო, საელჩომ თარჯიმანი უნდა გამოცვალოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ნათლად განმარტა, თუ რატომ განაცხადა უარი რობინ დანიგანთან შეხვედრაზე და რატომ შესთავაზა მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრა. „ერთი საკითხია, ყოფილმა ელჩმა, ეს პასუხი, რაც ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, სწორად აღიქვა თუ არა.
თუ სწორად აღიქვა, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება სწორად ვერ გაიგო ფიზიკურად და მაგ შემთხვევაში, საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პასუხი ძალიან მკაფიო იყო. იქიდან გამომდინარე, რომ იგი იმყოფებოდა და იმყოფება დეფაქტო, დეიურე სანქციების ქვეშ, მას ჰქონდა კომპლექსი, რომ არ გაჩენილიყო განცდა, პირველ რიგში თავად მას არ გასჩენოდა და გუნდშიც არ გაჩენილიყო განცდა, რომ რაიმე ნაბიჯი სახელმწიფოებრივი გადაიდგა მისი პირადი ინტერესების საპირწონედ. სწორედ აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად განუმარტა ამერიკულ მხარეს და შესთავაზა, პრემიერ-მინისტრთან ყოფილიყო ეს შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი არც დე ფაქტო და არც დე იურე სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდა და სწორედ ეს გახლდათ შეთავაზების მიზანი, რაზეც ყოფილი ელჩისგან უარი მიიღო.ეს შეხვედრა იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ რატომ იქნებოდა კონტრპროდუქტიული,“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
Previous: აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს დანიგანმა ვერ, თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედარზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო