“თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, დაფინანსებები შეწყდება და საერთაშორისო კომპანიებს ჩვენთან თანამშრომლობა აღარ ენდომებათ” – მეწარმე

კომპანია “აჩინებული” დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან ბიზნესზე ე.წ რუსული კანონის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ ერთ სექტორს, არამედ გლობალურად ყველა მიმართულებაზე გლობალურად აისახება, გრძელვადიან პერსპექტივაში.
მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უკეთესობისკენ არ შეიცვალა, მიმდინარე გრანტები თუ დაფინანსებები შეწყდება და ამ საერთაშორისო კომპანიებს საქართველოსთან თანამშრომლობა აღარ მოუნდებათ.
“ე.წ რუსული კანონის თემა მხოლოდ ერთ სფეროს არ ეხება. ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალურად ყველა სექტორზე აისახება. იცით, რომ ევროკავშირისა და -ს მიერ უამრავი სფეროს დახმარებები ხორციელდება. თავად მეც, რამდენიმე გრანტი და დაფინანსება მაქვს მოპოვებული, რათა საჭირო დანადგარები შემეძინა. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები ISO და HACCP-ის სტანდარტების დანერგვასა და ბრენდის შექმნაში დამეხმარნენ. მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტროც ბიზნესის განვითარებაში აქტიურად გვეხმარება, მაგრამ არის რაღაც გამოფენები, რაშიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი დაგვეხმარა.

ასევე დაგაინტერესებთ