თუ სააკაშვილს შეაწყალებინებენ, 2008 წლის ომზე გამოძიებას ახლავე მოვითხოვთ – ხალხის ძალა

ს შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუმცა, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ” – ხალხის ძალად წოდებული ს დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ “შეწყალების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს ძალიან მალე გაიგებს იმის შესახებ, თუ გლობალური ომის პარტიის დავალებით როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ – ნაციონალურმა მოძრაობამ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს”.
“ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ერთი მხრივ, რამდენად უხეშად აკონტროლებდა ნაციონალური მოძრაობა მედიას და მეორე მხრივ, როგორ ეშინოდა მას იმ დღეების გახსენების. თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებები სრულად მაინც ვერ გაანადგურა.
ჩვენმა გუნდმა დაამუშავა მასალები, მათ შორის კიდევ ერთხელ გააანალიზა ჯონ მაკკეინის, რიჩარდ მაილსის, ჰაიდი ტალიავინის, ნიკოლა სარკოზის, რადოსლავ შიკორსკის, წინა ხელისუფლების და დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების – ს, ზაზა გოგავას, კახა ლომაიას, ლადო გურგენიძის, გუბაზ სანიკიძის, შალვა ნათელაშვილის, აკია ბარბაქაძის, დავით და ლევან ბერძენიშვილების და ს სიტყვები და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არა მაშინდელი ხელისუფლების ავანტურა, არამედ მისი შეგნებული ნაბიჯი იყო.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საქართველოში აგენტოკრატია იყო ჩამოყალიბებული და ქვეყანაში ყველა პროცესი გარე პატრონის კარნახით წარიმართებოდა, ისიც სრულიად ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობა 2008 წელს არა თავისი მოკლე და ბნელი ჭკუით, არამედ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა.
სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ გლობალური ომის პარტია 2008 წლის ომის მთავარ ამსრულებელს, პოლიტიკურად გაკოტრებულ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ვერ ელევა და ქართული თუ უცხოური აგენტურის ხელით, დროდადრო მისი გათავისუფლების თემის აქტუალიზებას ცდილობს.
რიტორიკა შეაცვლევინეს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც ხმამაღლა ნათქვამი “არა და არასოდეს“ სამარცხვინოდ უკან წააღებინეს და სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობაზე დააწყებინეს ლაპარაკი. როცა აგენტი ხარ, შენ სიტყვას ერთი ცენტის ფასი არა აქვს, რადგან თითოეულ შენ მოქმედებას პატრონი განაგებს. შესაბამისად, ღირსებას ნებისმიერ წამს აგყრიან, როცა ეს პატრონს დაჭირდება. ასე დაემართა სალომე ზურაბიშვილსაც, რომელმაც ორიოდე წლის წინ გლობალური ომის პარტიის აგენტობას და ამით, საკუთარი ღირსების აყრას მოაწერა ხელი.
ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუმცა, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ.
გამოსაძიებელი ბევრი არც არაფერია. ნაციონალური მოძრაობის მიერ 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და სამშობლოს ღალატი ისედაც ხელის გულზე დევს. ეს დანაშაული ნაციონალურ მოძრაობას თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „ს საპასუხო შეტევა“ მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ომის დაწყება არაერთგზის დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტია თანხმდებიან, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, ამ ფაქტის გახსენება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს ეკრძალებათ.
საქართველოს ხელისუფლება წლების მანძილზე მართლაც თავს იკავებდა ნაციონალური მოძრაობის მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულსა და სამშობლოს ღალატზე საუბრისგან. ამის მიზეზი იყო სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, სადაც ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ედავებოდნენ. ეს სასამართლო პროცესები ნაციონალური მოძრაობის ხელში რომ ყოფილიყო, შედეგი იმის ანალოგიური იქნებოდა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწერა. თუმცა, მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლო და ქართული ჯარი სრულად დაიცვა უსამართლო ბრალდებებისგან. ახლა, როდესაც სასამართლო პროცესები დასრულებულია, ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბარი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი. მეტიც, ამ დანაშაულზე ღიად საუბარი არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და მომავალი თაობების წინაშე, რათა მომავალში აღარავის დარჩეს იმის განცდა, რომ სამშობლოს ღალატი დაუსჯელი დარჩება.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული პიროვნული ზიზღი აქვს. ეს ზიზღი სათავეს იმ მომენტიდან იღებს, როცა სააკაშვილმა ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. გარდა ამისა, თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, როდესაც ის 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში ამხილა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა.
ასეთ რამეს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ და შეწყალების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს ძალიან მალე გაიგებს იმის შესახებ, თუ გლობალური ომის პარტიის დავალებით როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ – ნაციონალურმა მოძრაობამ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს” – წერია ივანიშვილის დეპუტატების განცხადებაში.